Logo

ხატია დეკანოიძე – წარდგენას მაინც ჩავატარებთ, ვერავის დაჩაგრავთ!

პოლიტიკა
1111
Frontnews image description

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ტეროტორიაზე, სადაც “ოცნება” მუდმივად ატარებს წარდგენას და შეხვედრებს, “ნაციონალურ მოძრაობას” ღონისძიების გამართვაზე უარი უთხრეს.

 

“ზეგ, სამტრედიაში წარდგენა გვქონდა დაგეგმილი მერის და მაჟორიტარობის კანდიდატების.

 

გადავაგზავნეთ ადგილმდებარეობის ნებართვაზე წერილი, კერძოდ, ნიკო ნიკოლაძის მუზეუმის ტერიტორიაზე. ამ ტერიტორიაზე “ოცნება” მუდმივად ატარებს წარდგენას და შეხვედრებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით.

 

მოგვივიდა თანხმობა, მაგრამ 5 წთ ჩვენს ორგანიზაციას დაურეკეს და უთხრეს, რომ შეიცვალა პირობა და მუზეუმი უნდა დაიხუროს. კოვიდის შემთხვევები იქ დაფიქსირებული არ არის.

 

პოლიტიკური ნიშნით შევიწროებაზე საქმის ყურშია ეუთო/ოდირის მისია საქართველოში. წარდგენას მაინც ჩავატარებთ! ვერავის დაჩაგრავთ”, – წერს ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში.

Advertisement