Logo

ხატია დეკანოიძე - წარმოიდგინეთ, როგორ უნდა მტრობდე შენს საკუთარ ქვეყანას, რომ ყველაზე უფრო ძლიერი მოკავშირეების გარეშე დატოვო

პოლიტიკა
152
Frontnews image description

ირანისა და რუსეთის მოკავშირეობა ეს არ ყოფილა ფაიცფუცში მიღებული გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის, ეს არის ზუსტად იმ კონტექსტში, რასაც განასახიერებს თვითონ ივანიშვილი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა მშვიდობის ქოლგის გარეშე დატოვა. 

"ირანისა და რუსეთის მოკავშირეობა ეს არ ყოფილა ფაიცფუცში მიღებული გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის, ეს არის ზუსტად იმ კონტექსტში, რასაც განასახიერებს თვითონ ივანიშვილი. ჩვენ აღარ ვართ მთავარი მშვიდობის ქოლგასთან ახლოს. აღარ ვითვლებით ევროპასთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაახლოებულ ქვეყნად იმ განცხადებების შემდეგ, რომელსაც აკეთებს ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმური ხელისუფლება.

წარმოიდგინეთ, როგორ უნდა მტრობდე შენს საკუთარ ქვეყანას, რომ ყველაზე უფრო ძლიერი მოკავშირეების გარეშე დატოვო და ყველაზე უფრო შორს ჩატოვო ქვეყანა იზოლაციაში, როდესაც პრაქტიკულად, მშვიდობის არავითარი ქოლგა აღარ გიცავს", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები