ხატია დეკანოიძე – ვაპირებთ, მხარი დავუჭიროთ “ლელოს” მიერ ინიცირებულ ანტიკორუფციულ კომისიას

ავტორი
Front News საქართველო
ვაპირებთ, მხარი დავუჭიროთ “ლელოს” მიერ ინიცირებულ ანტიკორუფციულ კომისიას, სადაც ერთ-ერთ მიმართულებად ენერგეტიკაში კორუფცია იქნება, – ამის შესახებ ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ენერგეტიკაში ტარიფების ზრდა მძიმე ტვირთად აწევს მოსახლეობას.
“ელექტროენერგიის ტარიფები მძიმე ტვირთად აწევს ჩვენს მოსახლეობას და ამას ხვდება თითეული ჩვენთაგანი. რა თქმა უნდა, ეს არის საზრუნავი ყველა ჩვენგანის და მიხეილ სააკაშვილის. ამ თემის ირგვლივ კონსულტაციების დაწყება ჩვენს კოლეგებთან აუცილებელია და ჩვენ ამას უახლოეს პერიოდში დავიწყებთ. გარდა ამისა, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, ჩვენ ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ “ლელოს” მიერ ინიცირებულ ანტიკორუფციულ კომისიას. ერთ-ერთ მიმართულებად ამ კომისიაში თუ განხილული იქნება და როგორც ვიცი, სხვადასხვა მიმართულებებია, ასე ვთქვათ, ენერგეტიკის მიმართულება და კორუფცია ენერგეტიკაში. ესეც იქნება ძალაინ მნიშვნელოვანი, რომ “ქართულ ოცნებას” არ მივცეთ მეტი მანევრირების საშუალება”, – განაცხადა დეკანოიძემ.
გუშინ მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა თავისი მიმართვა, რომელშიც ელექტროენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროების შესახებ საუბრობს.
თაგები:
ხატია დეკანოიძე




