
ავტორი
Front News საქართველო
ველოდებით დადასტურებულ ინფორმაციას, სად არის ახლა მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის ჰოსპიტალიდან უკვე რუსთავის ციხეში გადაყავდეთ.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს გიული ალასანია, ასევე მესამე პრეზიდენტის მონახულებას ცდილობდა დეპუტატი არმაზ ახვლედიანი.
“ვცდილობთ, დავუკავშირდეთ იუსტიციის მინისტრს, მას აქვს ვალდებულება დაუყოვნებლივ გაავრცელოს ინფორმაცია. ვერ გავიგეთ, რა მდგომარეობაა, სად მიყავთ, მიყავთ-არ მიყავთ, გაურკვევლობაა. ჩვენ ვცდილობთ, რომ დავაზუსტოთ ინფორმაცია. ქალბატონი გიული არ შეუშვეს, ასევე დეპუტატი არმაზ ახვლედიანი. ასევე სახალხო დამცველისათვისაც არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია. ახლა მიდიან ადგილზე ექიმები და ველოდებით დადასტურებულ ინფორმაციას სად არის ახლა მიხეილ სააკაშვილი”, – განაცხადა დეკანოიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს