ხატია დეკანოიძე – ვერანაირი ოქმების დაყოვნება ვერ მისცემს იმ შედეგს, რომელიც უნდა “ქართულ ოცნებას”

ავტორი
Front News საქართველო
ქუთაისში საარჩევნო უბნებზე ოპოზიციის წარმომადგენლებს ეუბნებიან, რომ ოქმებისთვის არ აქვთ ქსეროქსის ფურცელი, ესაა სამარცხვინო, – ამის შესახებ ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე აცხადებს.
ის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მიმართავს და აღნიშნავს, რომ ეს მანიპულაციები სასურველ შედეგს ვერ მოუტანთ.
“ქუთაისში საარჩევნო უბნებზე ოპოზიციის წარმომადგენლებს ეუბნებიან, რომ ოქმებისათვის არ აქვთ ქსეროქსის ფურცელი, ესაა სამარცხვინო, ვერანაირი ოქმების დაყოვნება ვერ მისცემს იმ შედეგს, რომელიც უნდა “ქართულ ოცნებას”, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.
მისი თქმით, ამ დროისათვის ქუთაისში 92-ე უბნის შედეგები არის დათვლილი, სადაც მერობის კანდიდატების ნაწილში ოპოზიციის საერთო კანდიდატის ხმები ორჯერ აღემატება “ქართული ოცნების” კანდიდატის შედეგებს.
“პირველი შედეგი ეს არის 92-ე უბანი, სადაც მერობის ნაწილში დამაჯერებლად ლიდერობს 5 ნომერი. 101-ით – 50. შესაბამისად ითვლება სხვა უბნებიც, მათ შორის, როგორც ჩემთვის ცნობილია, არის ძალიან ბევრი უბანი, სადაც ოპოზიცია ლიდერობს დამაჯერებლად… დარწმუნებული ვარ, ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ ქუთაისში”, – განაცხადა დეკანოიძემ.
ქუთაისში მერის პოსტზე კენჭს 5 კანდიდატი იყრის. ხატია დეკანოიძის ინფორმაცით, ქვეყნის მეორე ქალაქში მეორე ტური იქნება.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


