ხატია დეკანოიძე - ვინც ამ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და შემდეგ საკრებულოში გადაწყვეტს, ადგილი დაიკავოს, მათთან თანამშრომლობის სივრცეს ვერ ვხედავ

ავტორი
Front News საქართველო
ვინც ამ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და შემდეგ საკრებულოში გადაწყვეტს, რომ კონკრეტული ადგილი დაიკავოს, მე ამ ადამიანებთან თანამშრომლობის სივრცეს ვერ ვხედავ, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მომავალი აქვს იმ ხალხს, ვინც საქართველოს გარუსებას ეწინააღმდეგება.
"ჩვენ მომავალი გვაქვს იმ ადამიანებს, ვინც არავითარ თანამშრომლობაზე არ წავედით და განსაკუთრებით მათ, ვინც რუსთაველის პროტესტზე იყო თავიდან ბოლომდე ჩართული - ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები, ყველა ის ადამიანი, ვინც თავის საქმეს აკეთებდა და უბრალოდ, ამ საქმეს რეჟიმმა მოსწყვიტა იმიტომ, რომ არ შევეგუეთ ადამიანები ამ ქვეყნის გარუსებას. ძალიან მნიშვნელოვანია ინდივიდუალური გადაწყვეტილებები და გამბედაობა.
ვინც ამ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და შემდეგ საკრებულოში გადაწყვეტს, რომ კონკრეტული ადგილი დაიკავოს, რომელიც არ არსებობს, სინამდვილეში და ქართველი ხალხის წარმომადგენლობა ეს არ იქნება, მე ამ ადამიანებთან თანამშრომლობის სივრცეს ვერ ვხედავ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


