
ავტორი
Front News საქართველო
ვინც გადაწყვეტს, რომ “რუსულ კანონს” მისცეს ხმა მეორედ, მესამედ და შემდეგ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო, აი, ამ ადამიანების წინააღმდეგ იქნება პერსონალური პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ ბრძოლაში.
“ვინც გადაწყვეტს, რომ “რუსულ კანონს” მისცეს ხმა მეორედ, მესამედ და შემდეგ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო, აი, ამ ადამიანების წინააღმდეგ იქნება პერსონალური პასუხისმგებლობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ევროკავშირიდან და მათ შორის უნდა გვესმოდეს, რომ ის საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელიც აქვს ქართველ ხალხს, რა თქმა უნდა, კიდევ არსებობს და ჩვენ ყველამ ჩვენი პოზიციიდან ძალიან მნიშვნელოვანი როლი უნდა შევასრულოთ მათ შორის “რუსული კანონის” წინააღმდეგ” , – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს