
ავტორი
Front News საქართველო
არ მიმაჩნია, რომ ოპოზიციური კონფიგურაციები მოსახლეობისთვის დიდი ინტერესის საგანი იყოს. ვიქნები იქ, სადაც არ არის ჩრდილოვანი გავლენა და პოლიტიკური კორუფცია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
დეკანოიძე იმედოვნებს, რომ სულ მალე საბოლოო კონფიგურაცია ჩამოყალიბდება.
“არ მიმაჩნია, რომ ოპოზიციური კონფიგურაციები მოსახლეობისთვის დიდი ინტერესის საგანი იყოს. ვიქნები იქ, სადაც არ არის ჩრდილოვანი გავლენა და პოლიტიკური კორუფცია, არის ადამიანების იდეური ერთობა, ვინც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ნამდვილ ბრძოლაზეა ორიენტირებული. ვფიქრობ, რომ ძალიან მალე საბოლოო კონფიგურაცია ჩამოყალიბდება. ალბათ, ეს იქნება თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მისივე თქმით, ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიასთან საუბარი არ შეუწყვეტია.
“ნიკა გვარამიასთან და ნიკა მელიასთან საუბარი მქონდა და ამ დრომდე არ შემიწყვეტია, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, იყოს იდეა და სინერგია, რომელიც მოიტანს ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესს”, – აღნიშნა დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს