ხატია დეკანოიძე – ვითხოვ მორგოშიას, მახარაძის, ფალავანდიშვილის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას


ავტორი
Front News საქართველო
ვითხოვ კონსტანტინე მორგოშიას, ზურაბ მახარაძის, გურამ ფალავანდიშვილის დაპატიმრებას და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომელიც ყველამ ვიხილეთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
დეკანოიძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა გურამ ფალავანდიშვილის საცხოვრებელ სახლსა და ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ ოფისებში მიმდინარე ჩხრეკასთან დაკავშირებით.
“მხოლოდ ჩხრეკა და მტკიცებულებების ამოღება არ არის საკმარისი, სასწრაფოდ უნდა დააპატიმრონ ეს ადამიანები, კერძოდ, მე ვითხოვ მორგოშია, მახარაძე, ფალავანდიშვილის დაპატიმრებას და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას, იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომელიც ჩვენ ყველამ ვიხილეთ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს