
ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერზე ზურა ჯაფარიძეზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ზურა ჯაფარიძეზე პროპაგანდისტული ტალახი იმიტომ მიუშვეს, რომ შემდეგ ისევ პროპაგანდამ თქვას: “აღშფოთებული” ხალხი ძალადობს.
მოძალადე, რუსული პროპაგანდა უნდა გადავტეხოთ. ეს არის ბრძოლის მთავარი შინაარსი”, – წერს დეკანოიძე.
“გირჩი – მეტი თავისუფლების” ინფორმაციით, გორში ზურა ჯაფარიძეს თავს დაესხნენ.
“ბანაკში მივდიოდით, გავჩერდით გორის სმარტთან, გოგოები შევედით მაღაზიაში და ამ დროს, მანქანაში მარტო მყოფ ჯაფარას თავს დაესხა ვიღაც გიჟი. ყველაფერი მოხდა ძალიან სწრაფად. ზურას დაზიანება აქვს თვალის არეში. საშიშია ამ ქვეყანაში ცხოვრება”, – წერს “გირჩი – მეტი თავისუფლების ერთ-ერთი წევრი ანა ყურაშვილი.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს