ხათუნა მიქაცაძე - ელდარ კურტანიძეს მოახლოება აქვს სასამართლო გადაწყვეტილებით აკრძალული, იმუქრება, მე ვარ სახელმწიფო და შენ სახელმწიფოს უპირისპირდებიო


ავტორი
Front News საქართველო
ელდარ ლუკა კურტანიძეს ყოფილი მეუღლე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ხათუნა მიქაცაძეს დაზიანებები მთელს სხეულზე აღენიშნება. აქვს მსუბუქი ტვინის შერყევაც.
ჭიდაობის ფედერაციის ექსპრეზიდენტი და "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი ქალს ქობულეთში მდებარე სახლში შეუვარდა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.
"ეს არ არის არც მეორე, არც მესამე, არც მეოთხე და მეხუთე შემთხვევა. ყველა ჯერზე, როდესაც მივმართე პოლიციას, მეუბნებოდნენ, რომ იმიტომ, რომ ელდარ კურტანიძეა, მოდი, ნუ გავწირავთ და მოდი, შემოვიფარგლოთ ფსიქოლოგიური ძალადობით. იმედს ვიტოვებ, რომ ახლა, ამ პროცესში, როცა პოლიციის თანამშრომლები დაესწრნენ ამ ფიზიკურ ძალადობას, ფსიქოლოგიურ ძალადობას ვეღარ იტყვიან.
ელდარ კურტანიძეს მოახლოება აქვს სასამართლო გადაწყვეტილებით აკრძალული, შემაკავებელი ორდერია 9-თვიანი მის მიმართ გამოცემული, მოახლოება აქვს აკრძალული. მისამართი ვუთხარი საპატრულო ეკიპაჟს, სად იდგა ელდარ კურტანიძის მანქანა და ნაცვლად იმისა, რომ იქ მისულიყო, მოვიდნენ და "წამობრძანდით, უნდა გამოგკითხოთო". ეს ადამიანი იმუქრება, რომ "მე ვარ სახელმწიფო და შენ სახელმწიფოს უპირისპირდებიო", - აცხადებს ხათუნა მიქაცაძე "ტვ პირველთან".
თაგები:
ხათუნა მიქაცაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს