Logo

ხავიერ ბეტელი - ღიად ვუთხარი ქართულ მხარეს, რომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ

პოლიტიკა
4 საათის წინ / 18:03
77
Frontnews image description

როდესაც ვუთხარით, რომ მოდით, დავიწყოთ თაფლობის თვე, მათ გაყრის პროცესი დაიწყეს, - ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხავიერ ბეტელმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ საქართველო წავა არასწორი გზით, უფრო დაშორდებიან ევროპულ მომავალს.

"ღიად ვუთხარი ქართულ მხარეს, რომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ. როდესაც გადავწყვიტეთ, რომ უნდა ჰქონოდათ ევროპული მომავალი, მათ უკუსვლა გადაწყვიტეს. ძალიან რთულია, წლები ამბობდნენ, რომ სურდათ ევროპასთან დაახლოება, იმ დღეს კი, როდესაც ვუთხარით, რომ მოდით, დავიწყოთ თაფლობის თვე, მათ გაყრის პროცესი დაიწყეს.

საჭიროა გულახდილები ვიყოთ, თუ წავლენ არასწორი გზით, უფრო დაშორდებიან ევროპულ მომავალს", - განაცხადა ხავიერ ბეტელმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები