ხავიერ კოლომინა – საქართველო ძალიან ღირებული პარტნიორია, ნატო მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს
პოლიტიკა
27.01.2022 / 10:04


ავტორი
Front News საქართველო
ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა „ტვიტერზე” წერს და აქვე აზიარებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას.
“საქართველო ძალიან ღირებული პარტნიორია. ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა და უსაფრთხოების ზომები, უცხოური ჩარევისგან თავისუფლად“, – წერს კოლომინა.
თაგები:
ხავიერ კოლომინა