ხავიერ კოლომინა – ცალსახად ვუთხარით რუსეთს, რომ უნდა გაიყვანოს სამხედროები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვადან

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ცალსახად ვუთხარით რუსეთს, თქვენ უნდა გაიყვანოთ სამხედროები იმ ქვეყნებიდან, სადაც ისინი ამ სახელმწიფოების ნების საწინააღმდეგოდ იმყოფებიან – უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვადან, – ამის შესახებ განცხადება სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.
“ჩვენ ცალსახად ვუთხარით რუსეთს, თქვენ უნდა გაიყვანოთ სამხედროები იმ ქვეყნებიდან, სადაც ისინი ამ სახელმწიფოების ნების საწინააღმდეგოდ იმყოფებიან – უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვადან. ჩვენ ეს სამი ქვეყანა ვახსენეთ ნებისმიერ შეხვედრაზე რუსეთთან. ასევე მკაფიოდ განვუმარტეთ რუსეთს, რომ ამ ქვეყნებში სამხედროების ყოფნა ამ ქვეყნების ნატო-ში შესვლას ვერ შეაჩერებს, თუ ამას თავად ეს სახელმწიფოები და მოკავშირეები გადაწყვეტენ. რუსეთს ამ გადაწყვეტილებაზე ვეტოს დადების უფლება არ აქვს და რუსეთის დე ფაქტო ყოფნა ამ ქვეყნებში, ამას ვერ შეცვლის“, – განაცხადა ხავიერ კოლომინამ.
თაგები:
ხავიერ კოლომინა




