ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება საკონსტიტუციო სასამართლოშიც იგეგმება


ავტორი
Front News საქართველო
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოს გარდა, საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებაც იგეგმება, – აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტში, ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრები იურისტებს შეხვდნენ.
როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ბადრი ჯაფარიძემ განუცხადა, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციით 31-მუხლის მეცხრე პუნქტს, სწორედ ამიტომ იურისტები საჭიროდ მიიჩნევენ, რომ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომზადდეს.
“თავისთავად ის, რომ მოსამართლემ თითქოს ჩვენ ხანდაზმულ დანაშაულში გაგვამტყუნა, რომელზეც მსჯელობაც კი არ ყოფილა და რომლის გამოძიება არ ჩატარებულა, ეს მათ მხოლოდ იმის გამო გააკეთეს, რომ ეთქვათ, რომ სასამართლომ გაგვამტყუნა. ეს დაუშვებელი პრეცედენტია და ძალიან დიდ საფრთხეს ქმნის ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ ის სრულად გაქარწყლდეს”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს