ხელახალი არჩევნების და აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით პროტესტი გრძელდება

ავტორი
Front News საქართველო
ხელახალი არჩევნების დანიშვნის და აქციების დროს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში 62-ე დღეა, აქციები გრძელდება.
მოქალაქეები რუსთაველზე, პარლამენტის წინ არიან შეკრებილი. ისინი ხელახალ არჩევნებთან ერთად ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის დაჩქარებული წესით მოლაპარაკებების გახსნას ითხოვენ.
მოთხოვნებს შორისაა დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებაც.
აქციის მონაწილეების თქმით, დაკავებულები ივანიშვილის ტყვეები არიან, რომლებიც თავიანთი შეხედულებების გამო ისჯებიან.
თაგები:
აქცია




