
ავტორი
Front News საქართველო
ხელისუფლება და ოპოზიცია უკრაინაში ცალ-ცალკე წავლენ. პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნების” დელეგაცია უკრაინაში მიმდინარე კვირაში ჩავა და დელეგაციას სწორედ ის უხელმძღვანელებს.
ვიზიტი ერთდღიანი იქნება და პაპუაშვილის გარდა, უკრაინაში “ოცნებიდან” გაემგზავრებიან არჩილ თალაკვაძე, დავით სერგეენკო და ბექა ოდიშარია.
მისივე თქმით, ოპოზიციას შესთავაზეს, რომ დელეგაციაში უმრავლესობის 3 და ოპოზიციის 3 დეპუტატი შესულიყო, რაც ოპონენტებმა არ გაიზიარეს, რადგან ითხოვდნენ თითო პოლიტიკური ჯგუფიდან თითო წარმომადგენლის ჩასმას, რაც საბოლოო ჯამში დელეგაციის შემადგენლობას 15 ადამიანამდე ზრდიდა.
პაპუაშვილის თქმით, უკრაინაში მიდიან პარლამენტის სახელით და არა პოლიტიკური ჯგუფების.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს