Logo

“ხელისუფლების ძალადობის დონე ძირითადად მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არის შოკის მომგვრელი”

საზოგადოება
716
Frontnews image description

ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს პოლიციის ძალადობა, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებებს, – ამის შესახებ Human Rights Watch-ის ანგარიშშია აღნიშნული.

ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დროულად გამოიძიოს დაშავებული მომიტინგეების საქმეები.

“ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს პოლიციის ძალადობა, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებებს და დროულად და ეფექტურად გამოიძიოს ცემის, წამების და სხვა არასათანადო მოპყრობის ყველა ბრალდება”, – აღნიშნულია Human Rights Watch-ის ანგარიშში.

Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის ჰიუ უილიამსონის განცხადებით კი, ხელისუფლების ძალადობის დონე ძირითადად მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არის შოკის მომგვრელი.

“ხელისუფლების ძალადობის დონე ძირითადად მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არის შოკის მომგვრელი, უხეშად საპასუხო და არღვევს საქართველოს შიდა კანონებსა და საერთაშორისო ნორმებს. პოლიციის მხრიდან მომიტინგეების მიმართ არასათანადო მოპყრობის მასშტაბები და ხელისუფლების უუნარობა, ამ პირებს პასუხისმგებლობა დააკისროს, მიუთითებს, რომ ძალადობა სანქცირებული იყო, ან ხელისუფლება ძალადობას ამართლებს”, – განაცხადა ჰიუ უილიამსონმა.

თაგები:

Human Rights Watch
Advertisement