
ავტორი
Front News საქართველო
ანჩისხატის დაცვის საინიციატივო ჯგუფი ანჩისხატის მისსავე სახელობის ტაძარში გადაბრძანებას ითხოვს, ამ მოთხოვნით საპროტესტო აქცია დღეს ხელოვნების მუზეუმთან გაიმართება.
ამავე მოთხოვნით აქცია მუზეუმთან გუშინაც გაიმართა, რომელიც პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა.
ხატის დამცველების განცხადებით, ხატის ტრანსპორტირება უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ხდებოდა.
მათივე განცხადებით, მათ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისგან აქვთ მიღებული დაპირება, რომ ხატს ტაძარს დაუბრუნებენ.
ხელოვნების მუზეუმში კატეგორიულად უარყოფენ ხატის ტაძრისთვის დაბრუნების შესაძლებლობას, რადგან, მათივე განცხადებით, რაც შეეხება ტრანსპორტირების საკითხს, ხელოვნების მუზეუმის ფონდის დირექტორის გია მარსაგიშვილის განცხადებით, თუ როდის მოხდება ხატის ხელოვნების მუზეუმის ერთი კორპუსიდან მეორეში, ან ჯანაშიას ინსტიტუტში გადატანა, ეს ინფორმაქცია კონფიდენციურია და ვერ გაასაჯაროებს.
კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ხელოვნების ინსტიტუტში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ექსპონატების გადატანა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
თაგები:
აქცია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს