“ხელშეკრულებაში ერთ-ერთი პირველი ვალდებულება არის ამნისტია, რომელიც უნდა შევასრულოთ”

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოვაწერეთ და ხელშეკრულებაში ერთ-ერთი პირველი ვალდებულება არის ამნისტია, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
"ამიტომ ჩვენ უნდა შევასრულოთ ეს ვალდებულება, მივყვებით ამ გზას. მეორე ამბავია მედიატორების მხრიდან, რომლებიც არიან ამ დოკუმენტის ავტორები, თუ მოხდება რაიმე ცვლილების შეტანა დოკუმენტში, რა თქმა უნდა, ორივე მხარის თანხმობით, მათ შორის ხელისუფლების თანხმობით.
ჩვენ გვახსოვს მათი განცხადება იმის თაობაზე, რომ ისინი ხელს აწერენ დოკუმენტს იმ შემთხვევაში, თუ მასში ცვლილებები აღარ შევა. ამიტომ ეს საკითხი არის ისევ შარლ მიშელის გადასაწყვეტი. ჩვენ ჩვენი ვალდებულებები უნდა შევასრულოთ და ხვალ მივდივართ, რომ დავარეგისტრიროთ კანონპროექტი“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
დღეს ნიკა მელიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის შემთხვევაში ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს დათანხმდება.
პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონი 27 აპრილს უნდა დაარეგისტრიროს.
თაგები:





