Logo

ხელვაჩაურში ახალგაზრდა ქალი ყოფილმა ქმარმა დაჭრა

სამართალი
1529
Frontnews image description

ხელვაჩაურში მამაკაცი ყოფილი ცოლის დაჭრის ბრალდებით დააკავეს. ახალგაზრდა ქალს ჭრილობა დანით ბეჭის არეში აქვს მიყენებული.  

 

35 წლამდე ქალი კლინიკაშია მოთავსებული, მისი მდგომარეობა სტაბილურია. 

 

თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცი ადგილიდან მიმალვას ცდილობდა, თუმცა მას ამის საშუალება თვითმხილველებმა არ მისცეს. 

 

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით დაიწყო.

Advertisement