ხერსონში ოკუპანტების მიერ ნაწამები 63 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის დენის მონასტირსკის ინფორმაციით, ხერსონის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი ოკუპანტების მიერ ნაწამები და მოკლული 63 უკრაინელის ცხედარი აღმოაჩინეს.
შს მინისტრის თქმით, დაღუპულთა ცხედრების ექსგუმაცია ახლაც მიმდინარეობს. ის არ გამორიცხავს, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს.
“ძებნა მხოლოდ ახლა დაიწყო”, – აღნიშნა შს მინისტრმა.
მისი თქმით, ხერსონის ოლქში უკვე აღმოჩენილია 11 შენობა, სადაც რუსებს ადგილობრივი მოსახლეობა ჰყავდა დატყვევებული. ოკუპანტებმა 4 შენობა წამების სივრცედ აქციეს.
“სულ 436 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ომის დანაშაულის მოტივით“, – განაცხადა მონასტირსკიმ.
თაგები:
დენის მონასტირსკი




