ხობის მერობის კანდიდატი ამომრჩევლებს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
დღეს, ხობის, ნოჯიხევის და ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულებში ამომრჩევლებს ხობის მერობის კანდიდატი დავით ბუკია, პარლამენტის წევრთან დაჩი ბერაიასთან და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან ლევან ქავთარაძესთან ერთად შეხვდა.
როგორც ადგილობრივებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, ამჟამინდელი ხელისუფლების პერიოდში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა: დაიგო გზები, რეაბილიტირდა საბავშვო ბაღები, მოეწყო გარეგანათებები, სანიაღვრე არხები, გაზიფიცირდა სოფლები. ხობში მოეწყო ცენტალური პარკი და ეს პროექტი უფრო ფართო მასშტაბებში ახლაც გრძელდება, თუმცა მიუხედავად ამისა გამოწვევები მრავლად არის, რომელთა ნაწილი ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად არის გადასაწყვეტი.
მერობის კანდიდატი, მისი არჩევის შემთხვევაში, მოსახლეობას პრობლემური საკითხების მოგვარებას დაჰპირდა.
“ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მოსახლეობას მადლობა გადაუხადეს ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის.
თაგები:
ხობი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს