ხობში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტორი
Front News საქართველო
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი დედა-შვილს შეეჯახა. ორივე კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მოზარდის გადარჩენა ვერ შეძლეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მომხდართან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.
თაგები:
ავტოსაგზაო შემთხვევა




