ხობში, თიბისის მხარდაჭერით, საწარმო – „ბლუ ბერდ ბერიზ“ ამოქმედდა

ავტორი
Front News საქართველო
თიბისისა და სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, სამეგრელოში, ქალაქ ხობში, ლურჯი მოცვის შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმო – შპს “ბლუ ბერდ ბერიზ” ამოქმედდა.
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმოს მოწყობა ჯამში 2,3 მილიონი ლარი დაჯდა, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, 1,4 მილიონი ლარია.
საწარმოში ამ ეტაპზე 25-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული და მასში სეზონურად 600 ტონა ლურჯი მოცვის შენახვა და გადამუშავებაა შესაძლებელი. პროდუქცია განკუთვნილია როგორც საექსპორტო, ასევე ადგილობრივი ბაზრისთვის. ამასთანავე, ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ საწარმოში მოცვის წინასწარი გაგრილების, დახარისხებისა და შენახვის მომსახურებით ისარგებლონ.
პროგრამის – „დანერგე მომავლი“ ფარგლებში, ლურჯი მოცვის კულტურა სამეგრელოში 1,300 ჰა ფართობზეა გაშენებული.
(R)
თაგები:
თიბისი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


