Logo

ხონი-მათხოჯის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

Frontnews image description

ხონი-მათხოჯის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულია შუახნის მამაკაცი. 

არსებული  ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს დაეჯახა და ადგილზევე გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა. 

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

თაგები:

Advertisement