ხონში მამაკაცმა ყოფილი სიდედრი დაჭრა


ავტორი
Front News საქართველო
ხონში, დევნილთა დასახლებაში ყოფილმა სიძემ სიდედრი დაჭრა.
თვითმხილველების თქმით, გვიან ღამით მამაკაცი ყოფილი ცოლის ოჯახში სანადირო თოფით მივიდა და რამდენიმე გასროლა განახორციელა.
50 წლამდე ქალი კლინიკაშია გადაყვანილი, მას ჭრილობები ზურგის არეში აქვს მიყენებული.
მომხდარის მიზეზი უცნობია, თუმცა ადგილობრივების თქმით, მეუღლეებს შორის კონფლიქტი წარსულშიც იყო და მამაკაცი ცოლის ცემის გამო პირობითი მსჯავრის ქვეშ ჰქონდა.
მამაკაცი ჯერჯერობით დაკავებული არ არის.
გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
თაგები:
დაჭრა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს