ხორვატია უახლოეს მომავალში უკრაინისთვის 14 Mi-8 ვერტმფრენის გადაცემას გეგმავს


ავტორი
Front News საქართველო
ხორვატია უახლოეს მომავალში უკრაინისთვის 14 Mi-8 ვერტმფრენის გადაცემას გეგმავს, ამ საკითხს ამჟამად ხორვატიის მთავრობა განიხილავს, – ამის შესახებ ხორვატიის თავდაცვის მინისტრმა მარიო ბანოშიჩმა უკრაინელ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ხორვატიის მთავრობა უკრაინას ფინანსურ, ტექნიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევს. ასეთი პოლიტიკური მხარდაჭერის ერთ-ერთი პუნქტი არის გადაწყვეტილება, რომელიც ახლა განხილვის პროცესშია ჩვენი მთავრობის მიერ და ასეთი გადაწყვეტილებების ერთ-ერთი პუნქტია Mi-8 ვერტმფრენები. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ შევძლებთ მათი ტრანსფერის დასრულებას”, – განაცხადა ბანოშიჩმა.
როგორც ოლექსი რეზნიკოვმა აღნიშნა, უკრაინა ხორვატიისგან იღებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო მხარდაჭერას, ამ ქვეყნიდან პირველადი დახმარება 2022 წლის 28 თებერვალს მიიღო.
“დღეს განვიხილეთ ჩვენი შემდგომი საჭიროებები, ჩვენი პრიორიტეტები. ისინი უცვლელი რჩება – ეს არის საჰაერო თავდაცვა, უპირველეს ყოვლისა და სხვადასხვა საშუალებები, რომელიც ხორვატიას შეუძლია მოგვაწოდოს“, – განაცხადა რეზნიკოვმა.
ბანოშიჩის თქმით, ხორვატია მხარს დაუჭერს უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში მიუღებელია, საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები დაცული უნდა იყოს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს