
ავტორი
Front News საქართველო
დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალური ეტაპი, პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ბრაზილია და ხორვატია დაუპირისპირდნენ.
საოცრად დრამატული და მოულოდნელობით აღსავსე თამაში გამოვიდა. მატჩის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, ექსტრა ტაიმებში კი გუნდებმა ერთმანეთს თითო-თითო გოლი გაუტანეს. ანგარიში 105+1 წუთზე ნეიმარმა გახსნა, ხოლო ხორვატებმა ბრუნო პეტკოვიჩის გოლით 117-ე წუთზე წონასწორობა აღადგინეს.
ყველაფერი თერთმეტმეტრიანების სერიამ გადაწყვიტა. ხორვატებმა დარტყმები უბადლოდ შეასრულეს, ხოლო ბრაზილიელებმა ორი პენალტი გააფუჭეს და საბოლოოდ სერიაში 4:2 დამარცხდნენ.
თამაშამდეც და თამაშის პროცესშიც ბევრისთვის რთულად წარმოსადგენი იყო ხორვატიის 1/2 ფინალში გასვლა, თუმცა ფეხბურთი არის სპორტი, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ამის ნათელი მაგალითი ხორვატიის ნაკრებია, რომელიც ზედიზედ ორი მუნდიალია უდიდეს გრანდებზე დომინირებს და მუდმივად საპრიზო ადგილისთვის იბრძვის.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი
თაგები:
მსოფლიო ჩემპიონატი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს