ხუდადოვის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა


ავტორი
Front News საქართველო
ნაძალადევის რაიონში, ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩენილი ხანძრის დროს, ძლიერი დაკვამლიანების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
ხანძრის შედეგად მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში რამდენიმე ბინა სრულად დაიწვა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
თაგები:
