Logo

ხუდადოვის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

შემთხვევა
745
Frontnews image description

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ხუდადოვის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-14 სართულზე, ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია უწყებაში არ შესულა.

თაგები:

Advertisement