Logo

“ხვალ, 12:00 საათამდე გადაწყვეტილება მიღებული თუ არ იქნება, დედაქალაქის პარალიზებას მოვახდენთ”

საზოგადოება
530
Frontnews image description

"ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ხვალ, 12:00 საათამდე მათი მოთხოვნები თუ არ დაკმაყოფილდება, დედაქალაქის პარალიზება განხორციელდება.

გოლეთიანმა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს უპრეცედენტო გაერთიანებისკენ მოუწოდა.

„ხვალ, 12:00 საათამდე ჩვენს მოთხოვნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული თუ არ იქნება, ჩვენ მთლიანად დედაქალაქის პარალიზებას მოვახდენთ, ვერავინ ვერსად შეძლებს გადაადგილებას. რა თქმა უნდა, ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ სიმრავლე და კიდევ უფრო მეტი ადამიანი მოგვემატოს, ვიდრე დღეს აქ ვდგავართ. ამიტომ, თუ წყვეტთ იმას, რომ ხალხის ნება და სურვილი უპირატესია, მაშინ ეს ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ და პასუხი ვაგებინოთ ყველა იმ დანაშაულებრივ ქმედებაზე, რომლის შემოქმედიც და ავტორიც ამ შემთხვევაში ხელისუფლებაა. ბოლოს და ბოლოს, ვაგრძნობინოთ პასუხისმგებლობა ყველას, ვინც ჩათვლის, რომ დღეს და მომავალში უნდა იყოს ჩვენი ნების აღმსრულებელი თანამდებობრივად ამ ქვეყანაში. მან ამ პროცესზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს და მისთვის არ უნდა იყოს სასიამოვნო იმ სკამზე მოთავსება, სადაც ისაა, ეს პასუხისმგებლობა ჩვენ უნდა შევქმნათ. მოგიწოდებთ უპრეცედენტო გაერთიანებისკენ, რისი არნახული მაგალითიც დღესაა, ამას კიდევ უფრო მეტი გაერთიანება სჭირდება, წამზომი ჩართულია“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები