“ხვალ, 16:00 საათიდან, ვაწყობთ მსვლელობას, რომელიც მნიშვნელოვანი ადგილების პიკეტირებას მოახდენს”

ავტორი
Front News საქართველო
ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხვალ, 16:00 საათზე მსვლელობას და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ადგილების პიკეტირებას გეგმავენ. როგორც აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, ლოკაციებს დღეს სპეციალურად არ ასახელებენ.
მისივე თქმით, აქციის მონაწილეები, დღეს ისევ რესპუბლიკის მოედანზე, კარვებში ღამის გათენებას აპირებენ.
"ვიკრებთ ძალებს, რაოდენობრივად ვიზრდებით. ვფიქრობ, ეს ზრდა გაგრძელდება. ჩვენ ვრჩებით რესპუბლიკის მოედანზე, ვკეტავთ აქაურობას. ხვალ 16:00 საათიდან, ვაწყობთ მსვლელობას, რომელიც მნიშვნელოვანი ადგილების პიკეტირებას მოახდენს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დედაქალაქის მოსახლეობას, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს იქამდე და უზრუნველყოთ თითოეულმა ჩვენგანმა, ჩვენი ბრძოლისუნარიანობით, ჩვენი განწყობით, ჩვენი ჟინით, რომ არ გავჩერდებით იქამდე, ვიდრე არ მივაღწევთ შედეგს. რაც არ უნდა დაღლა ვიგრძნოთ, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ბრძოლა.
გულწრფელ და სამართლიან ბრძოლას აჰყვება მთელი ქვეყანა და განსაკუთრებით დედაქალაქი. ხვალ უფრო მეტ ძალას ვაჩვენებთ ვიდრე დღეს აქ ვართ წარმოდგენილი. გაცილებით მეტნი ვიქნებით, თუნდაც ამ მოედანზე. ლოკაციას სპეციალურად არ ვაცხადებთ დღეს. მოვაწყობთ პიკეტირებას და ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ დაკმაყოფილდება ქართველი ხალხის მოთხოვნა", – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
თაგები:





