ხვალ, 17:00 საათზე პარლამენტთან მორიგი აქცია გაიმართება


ავტორი
Front News საქართველო
ხვალ, 17:00 საათზე პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება.
“ხვალ, 28 მაისს, საქართველოს პარლამენტი რუსულ კანონზე საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას შეეცდება.
ყველა ის დეპუტატი, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს მხარს უჭერს, ვეტოს დაძლევის წინააღმდეგ საკუთარ პოზიციასა და ქართველი ხალხის ინტერესს პარლამენტში დაიცავს.
ჩვენ ვიკრიბებით პარლამენტთან, რათა ჩვენი ხმა გარედან გავაგონოთ მათ, ვინც საქართველოს მომავლის დანგრევას ცდილობს. ხმამაღლა ვუთხრათ, რომ ქართველი ხალხი რუსული კანონით არ იცხოვრებს!
კი ევროპას! არა რუსულ კანონს!”, – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
აქცია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს