Logo

“ხვალ კანონპროექტის დარეგისტრირება დიდი ალბათობით, არ მოხდება”

საზოგადოება
550
Frontnews image description

პარტია "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტის დარეგისტრირება დიდი ალბათობით ხვალ არ მოხდება.

როგორც ჯაფარიძემ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ხვალ საკანონმდებლო ორგანოში მივლენ და დარეგისტრირდებიან, რომ პრეზიდენტმა გიორგი რურუა შეიწყალოს. 

"ხვალ ჩვენ დავრეგისტრირდებით პარლამენტში იმისათვის, რომ ამოქმედდეს პრეზიდენტის შეწყალების აქტი რურუასთან მიმართებაში, რომ ერთმა ადამიანმა დატოვოს საპატიმრო. ამის შემდეგ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ამნისტიის შესახებ კანონთან დაკავშირებით, იმისათვის, რომ ვნახოთ, არსებობს თუ არა შეჯერების შესაძლებლობა. მაგრამ ხვალ კანონპროექტის დარეგისტრირება დიდი ალბათობით, არ მოხდება", – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

რაც შეეხება ნიკა მელიას მიერ გავრცელებულ წერილს, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ნიკა მელიას გადაწყვეტილებას პატივს სცემს, თუმცა აქ სხვა ფაქტორიც არის გასათვალისწინებელი. 

"მე მხარს ვუჭერ მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რადგან ეს ხელშეკრულება, მათ შორის, ემსახურებოდა მისი გამოყვანას და დევნის შეწყვეტას, ოღონდ გასათვალისწინებელია, რომ მედიატორის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ცვლილების შეტანა შეუძლია მხოლოდ მედიატორს",  – განაცხადა ჯაფარიძემ. 
 

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები