ხვალ კიევში ლეონიდ კრავჩუკთან გამომშვიდობების ცერემონია გაიმართება

ავტორი
Front News საქართველო
ხვალ კიევში უკრაინის პირველ პრეზიდენტთან ლეონიდ კრავჩუკთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართება. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უკრაინის პირველი პრეზიდენტი, დონბასში კონფლიქტის მოგვარების სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის უკრაინული მხარის ხელმძღვანელი ლეონიდ კრავჩუკი 10 მაისს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლეონიდ კრავჩუკი უკრაინის პრეზიდენტის თანამდებობას 1991-1994 წლებში იკავებდა.
თაგები:
ლეონიდ კრავჩუკი




