
ავტორი
Front News საქართველო
13 იანვარს ლორდთა პალატაში მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის შესახებ იმსჯელებენ. ინფორმაცია ლორდთა პალატის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ცნობილია, რომ დისკუსია ლოდრი ჰარისის ინიციატივით წარიმართება, – აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ჩალაძე წერს.
„ხვალ, 13 იანვარს, ვიდრე თბილისის სასამართლოში პოლიტიკური მართლმსაჯულების პროცესი იქნება, პარალელურად დიდ ბრიტანეთში, ლორდთა პალატაში დედოფლის მთავრობას ლორდი ჰარისის ინიციატივით კითხვებს დაუსვამენ და იმსჯელებენ სააკაშვილის პატიმრობის შესახებ.
ფოტოზე კარგად ჩანს განსახილველი საკითხები. პრიორიტეტებიც აშკარად. თავად შეადარეთ – ჩვენთან პროცესები და აქტორები დიდ ბრიტანეთში ჩვენი პრეზიდენტის საკითხის განხილვას.
მადლობა მეგობრებს, განსაკუთრებით მათ ვინც არ ჩანან. მეგობრობა ნამდვილად გამოიცდება და განსაკუთრებით რთულ სიტუაციებში.
პ.ს. მიშა დიდი პოლიტიკოსია. მისნაირები ცოტა არიან. სამაგიეროდ “პატარა კაცების” ბაზარი კარგად არის გაჯერებული“, – წერს გიორგი ჩალაძე.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FChaladze.ge%2Fposts%2F303748445102039&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”866″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს