“ხვალ მარნეულის ქუჩებში, დემონსტრაციულად დავარღვევთ კომენდანტის საათს”

ავტორი
Front News საქართველო
მარნეულში მოძრაობა საქართველოსთვის ხვალ კომენდანტის საათს დემონსტრაციულად დაარღვევს. ასეთი გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტივისტებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ხელისუფლებამ ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების თხოვნა არ გაითვალისწინა და ნოვრუზ ბაირამისთვის 1 ღამით გადაადგილების შეზღუდვა არ მოხსნა.
როგორც მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აქტივისტები ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დღესასწაულის აღნიშვნაში მიიღებენ მონაწილეობას.
"საქართველოს ხელისუფლებამ, არ გაითვალისწინა ჩვენი ეთნიკურად აზერბაიჯანელი თანამოქალაქეების თხოვნა, ერთი დღით კომენდანტის საათის მოხსნასთან დაკავშირებით, რათა მათ სრულფასოვნად აღენიშნათ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული!
ამიტომ, ვუცხადებთ სოლიდარობას და ხვალ, 21:00 საათის შემდეგ, მარნეულის ქუჩებში, დემონსტრაციულად დავარღვევთ კომენდანტის საათს და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მონაწილეობას მივიღებთ დღესასწაულის აღნიშვნაში! პოლიტიკური კომენდანტის საათი უნდა დასრულდეს!", – აღნიშნულია განცხადებაში.
აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა 18 მარტს საქართველოს მთავრობას ოფიციალური წერილით მიმართეს. ისინი ითხოვდნენ დღესასწაულთან დაკავშირებით, მათ ე.წ. კომენდანტის საათის დროს გადაადგილების უფლება ჰქონოდათ. ხელისუფლებამ განცხადება ჯერ რელიგიის საქმეთა სააგენტოს გადასცა განსახილველად, ბოლოს საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში დატოვა.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


