Logo

“ხვალ ოპოზიცია დარეგისტრირდება პარლამენტში და გიორგი რურუას შეწყალების სახით გადაიდგმება პირველი ნაბიჯი”

საზოგადოება
454
Frontnews image description

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის შეხვედრა დასრულდა. 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სალომე სამადაშვილმა განაცხადა, ამნისტიის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით კონსულტაცია ხვალ გაგრძელდება. 

"არის საკითხები, სადაც პოზიციები დავაახლოვეთ. სრული კონსენსუსია იმ საკითხზე, რომ ეს ამნისტია ვერ დაიცავს ვერავის, ვინც პასუხისმგებელია ადამიანების სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებაზე და შესაბამისად ვერ დაიცავს იმ ადამიანებს, ვინც ამის ბრძანება გასცა. მინდა ვთქვა გასაგებად, რომ ის ადამიანები ვინც არიან დასახიჩრებული, მათ დასახიჩრებაზე პასუხისმგებელ ადამიანებს ეს ამნისტია ვერ დაიცავს. ეს არის "ქართული ოცნების" პოზიციაც.

ხვალ იწყება შეთანხმების შესრულება. ოპოზიცია დარეგისტრირდება პარლამენტში და გიორგი რურუას შეწყალების სახით გადაიდგმება პირველი ნაბიჯი შეთანხმების შესრულებისთვის. რაც შეეხება ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, ამაზე ხვალ კიდევ ერთხელ გაგრძელდება კონსულტაციები", – განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები