ხვალ რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხემდე აქცია-მსვლელობა გაიმართება


ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიცია ხვალ, 13:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხემდე, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია იმყოფება, აქცია-მსვლელობას მოაწყობს.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ ოპოზიციის კონსულტაცების დასრულების შემდეგ განაცხადა, 4 მარტს დაგეგმილი კანცელარიის პიკეტი, აქცია-მსვლელობით შეცვალეს, რათა ღარიბაშვილმა საპროტესტო აქციები მოლაპარაკებების ჩაშლის საბაბად არ გამოიყენოს.
"გადავწყვიტეთ, რომ მოხდეს საპროტესტო აქციების ფორმის მიდიფიკაცია, იმისთვის, რომ ღარიბაშვილმა არ გამოიყენოს საპროტესტო ღონისძიებები მოლაპარაკებების ჩაშლის საბაბად. ამიტომ, ხვალინდელი აქცია, რომელიც უნდა გამართულიყო კანცელარიასთან, პიკეტის ფორმით, შეიცვალა და ეს იქნება მსვლელობა ავტომობილებით, რომელიც დაიწყება რესპუბლიკის მოედანზე, 13:00 საათზე და დასრულდება რუსთავის ციხესთან, სადაცაა პოლიტპატიმარი ნიკა მელია", – განაცხადა ბოკუჩავამ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს