ხვალ საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ეწვევა

ავტორი
Front News საქართველო
ხვალ საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ეწვევა. დაგეგმილია შარლ მიშელის შეხვედრები ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან.
მთავარი თემა კი, სავარაუდოდ, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და მხარეებს შორის დიალოგის პერსპექტივა იქნება.
შარლ მიშელის ვიზიტს წინ უძღვოდა ევროპარლამენტარების წერილი, რომელშიც მათ შარლ მიშელს მოუწოდეს თბილისში დაგეგმილი შეხვედრების დროს, მხარეებთან შეთანხმების გზების გამონახვის შესაძლებლობებზე ისაუბროს.
თაგები:





