ხვალ სასამართლო “რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს


ავტორი
Front News საქართველო
ხვალ, 15:00 საათზე სასამართლო „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. ინფორმაციას „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატი კახა კოჟორიძე ავრცელებს.
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ვასაჯაროებთ ქ.ხალვაშის მიერ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებას. ბევრ საინტერესო ფაქტთან ერთად, ჩვენებაში წერია, რომ ხალვაშმა 2004 წელს რ2 შეიძინა აქიმიძე-დვალისგან, ხოლო თანხა გადაუხადა ოქრუაშვილსა და მერაბიშვილს (შსს მინისტრები). ქ.ხალვაშის მხარე სასამართლოზეც იმის დამტკიცებას ცდილობდა, რომ არაფერი უცნაური აქ არ წერია და ხალვაში კეთილსინდისიერი შემძენია. დღეს მსოფლიოში არ არსებობს სამართლებრივი სისტემა, რომელიც ამ ჩვენების დამწერს კეთილსინდისიერ შემძენად ჩათვლის!” – წერს კოჟორიძე.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე კომპანიის კუთვნილი წილების დაბრუნებას მოითხოვენ.
თაგები:
რუსთავი 2

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს