ხვალისთვის დაგეგმილი აქცია შესაძლოა, მანქანების აქცია-მსვლელობის სახით გაიმართოს


ავტორი
Front News საქართველო
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ხვალისთვის დაგეგმილი აქცია, შესაძლოა, მანქანების აქცია-მსვლელობის სახით გაიმართოს.
"იმისთვის, რომ ხელისუფლებას არ მივცეთ იმ რიტორიკის საშუალება, რომელიც მას აქვს, არ მივცეთ საშუალება, ჩაშალოს მოლაპარაკებები, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს. მათ შორის, რეფორმატირებას მოვახდენთ ამ აქციების, რომ რაც შეიძლება მეტად იყოს ხელისუფლება ჩართული იმაში, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ.
ხვალინდელ აქციას რაც შეეხება, ჩვენ ვფიქრობთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ამას გავივლით სხვა ლიდერებთანაც, ეს იყოს აქცია მანქანების აქცია მსვლელობა, მათ შორის, რუსთაველზე და კანცელარიასთან", – აცხადებს ხატია დეკანოიძე.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს