Logo

კიასტუსის ბუდრისი – უნდა ავკრძალოთ უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე პირებისთვის

პოლიტიკა
1459
Frontnews image description

ევროკავშირს მივმართავთ, რომ ასევე დააწესოს სანქციები პასუხისმგებელი პირების მიმართ. მეორე საკითხია უვიზო რეჟიმი. ჩვენ უნდა შევუზღუდოთ ის დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიასტუსის ბუდრისმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე განაცხადა.

მისივე თქმით,  ევროკავშირი ქართველი ხალხის მხარესაა.

“ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ზომებზე შევთანხმდებით და ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება თბილისის ქუჩებში, როდესაც ოპოზიციის ლიდერებს აკავებენ და ძალადობას მიმართავენ დემონსტრანტების წინააღმდეგ, ჩვენ კი ამას ვერც დავაიგნორებთ და ვერც შევეგუებით.

ლიეტუვამ უკვე დააწესა სანქციები თითქმის 30 პირის მიმართ, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული ოპოზიციის პროტესტის სასტიკი ჩახშობის ორგანიზებაში. ჩვენ ასევე მოვუწოდეთ ევროკავშირს, შემოიღოს სანქციები ამ პირების წინააღმდეგ.

მეორე საკითხია უვიზო რეჟიმი. ჩვენ უნდა შევუზღუდოთ ის დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს და გავაგზავნოთ სიგნალი, რომ შესაძლოა, ეს შეზღუდვა მომავალში გაფართოვდეს.

მესამე საკითხია ტექნიკური და პოლიტიკური დისკუსია საქართველოსთან ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, სამთავრობო ინსტიტუტებთან ინსტიტუციური მოლაპარაკებების შეჩერება და ფინანსური დახმარების შეჩერება. მეორე მხრივ, ჩვენ უნდა გავუგზავნოთ ძლიერი სიგნალი სამოქალაქო საზოგადოებას, რომ ჩვენ ქართველი ხალხის მხარეს ვართ”, – განაცხადა კიასტუსის ბუდრისმა.

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს,  სადაც საქართველოზე იმსჯელებენ. ამ შეხვედრაზე გადაწყდება, რა ზომებს მიიღებს ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები