Logo

კიასტუტის ბუდრისი - ლიეტუვის ინიციატივით, ვთავაზობთ ექვს პუნქტს თუ როგორ გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოსთან დაკავშირებით

პოლიტიკა
321
Frontnews image description

ლიეტუვის ინიციატივით, ვთავაზობთ ექვს პუნქტს თუ როგორ გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან ქვეყანაში ჰუმანიტარული მდგომარეობა უარესდება, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიასტუტის ბუდრისმა განაცხადა.

მისივე თქმით, თავის კოლეგებთან საქართველოს საკითხზე სხვადასხვა თემას განიხილავს.

"ლიეტუვის ინიციატივით, ვთავაზობთ ექვს პუნქტს თუ როგორ გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან ქვეყანაში ჰუმანიტარული მდგომარეობა უარესდება და ახლა სწორი დროა ამის გასაკეთებლად.  ჩვენ უკვე გავავრცელეთ ჩვენი შეთავაზება და ამ საკითხზე კოლეგებთან ერთად ვიმსჯელებთ, სამოქალაქო საზოგადოებისთვის დამატებითი დახმარების გაწევით დაწყებული, უვიზო რეჟიმის გადახედვით დამთავრებული", - განაცხადა კიასტუტის ბუდრისმა.

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც იმსჯელებენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები