კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლებმა ნატო-ს კიბერთავდაცვის სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლებმა ნატოს კიბერთავდაცვის სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა.
“Cyber Coalition 2022“ მსოფლიოში კიბერსფეროს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სწავლებაა, რომელიც ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან ათასამდე მონაწილეს აერთიანებს.
ხუთდღიანი კიბერსწავლება რეალურ გარემოში სხვადასხვა სცენარების სიმულირებასა და მათზე რეაგირების ალგორითმის შემუშავებას მოიცავს. სწავლება მიზნად ისახავს ქსელების დაცვისა და კიბერსივრცეში ერთობლივი მუშაობის უნარების გაძლიერებას, ასევე პარტნიორებთან ურთიერთთავსებადობის გაღრმავებას.
თაგები:
კიბერუსაფრთხოება

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს