Logo

კიდევ 460 ოკუპანტი, 14 ჯავშანტექნიკა და კატარღა – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
792
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 265120 (+460) ჯარისკაცი დაკარგა.

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 04.09.2023-მდე: ტანკები – 4480 (+4), ჯავშანტექნიკა – 8663 (+14), საარტილერიო სისტემები – 5611 (+29), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 741 (+2).

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 503 (+1), თვითმფრინავები – 315 (+0), ვერტმფრენები – 316 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 4481 (+37), ფრთოსანი რაკეტები – 1447 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 19 (+1).

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  8149 (+47), სპეციალური ტექნიკა – 847 (+6).

 

Advertisement