Logo

კიდევ 550 ოკუპანტი, 8 ტანკი და 30-ზე მეტი საარტილერიო სისტემა – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
906
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 269760 (+550) ჯარისკაცი დაკარგა.

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 12.09.2023-მდე: ტანკები – 4568 (+8), ჯავშანტექნიკა – 8778 (+11), საარტილერიო სისტემები – 5872 (+33), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 764 (+4).

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 515 (+3), თვითმფრინავები – 315 (+0), ვერტმფრენები – 316 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 4645 (+17), ფრთოსანი რაკეტები – 1455 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 19 (+0).

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  8413 (+43), სპეციალური ტექნიკა – 881 (+4).

Advertisement