“კიდევ ჩავალ, რატომაც არა?!”

ავტორი
Front News საქართველო
რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ პოზნერი, რომელიც პროტესტის გამო იძულებული გახდა, თბილისი დაეტოვებინა, აცხადებს, რომ საქართველოში კიდევ ჩავა.
"იქ კიდევ ჩავალ, რატომაც არა?! ასეთ შესაძლებლობას არ გამოვრიცხავ. იქ უამრავი მეგობარი მყავს და როგორმე აუცილებლად წავალ საქართველოში", – აცხადებს პოზნერი რუსულ მედიასთან.
პოზნერი 40-ზე მეტ სტუმართან ერთად თბილისში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, თუმცა აქტივისტების და პოლიტიკოსების პროტესტის გამო საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვა
თაგები:





