Logo

კიდევ ერთი თვითმფრინავი და 1100-ზე მეტი ოკუპანტი ერთ დღეში – უკრაინის გენშტაბი განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

უკრაინა
1175
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 416 800(+1160) ჯარისკაცი დაკარგა.

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 03.03.24-მდე: ტანკები – 6640 (+16), ჯავშანტექნიკა – 12639 (+28), საარტილერიო სისტემები – 10188 (+35), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1003 (+0).

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 696 (+5), თვითმფრინავები – 347 (+1), ვერტმფრენები – 325 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 7843 (+14), ფრთოსანი რაკეტები – 1915 (+0).

 

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 25 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 13332 (+65), სპეციალური ტექნიკა – 1620 (+3).

Advertisement